ზესტაფონში ხანძარს შუახნის ქალი ემსხვერპლა

ზესტაფონში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი ორსართულიან სახლში გაჩნდა, დამწვარია საცხოვრებლის ერთი ოთახი.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები დროულად მივიდნენ, თუმცა ქალბატონის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
უბედური შემთხვევა 24 დეკემბერს მოხდა.