ზესტაფონში მიკროავტობუსი სატვირთოს შეეჯახა - არის მსხვერპლი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წევაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ერთმანეთს სატვირთო მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად მიკროავტობუსის მძღოლი დაიღუპა. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.