ჟინვალში ავარიის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა

ჟინვალში მომხდარი ავარიის შედეგად, რომელსაც დედა-შვილი ემსხვერპლა კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილია ახალგაზრდა კაცი. ის ერთ-ერთია იმ დაშავებული მგზავრებიდან, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. 

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია კიდევ 5 მგზავრი, რომელთაგან 3 არასრულწლოვანია. დაშავებულთა შორის მოლდოვის მოქალაქეები არიან.

შეგახსენებთ, რომ ჟინვალში მიკროავტობუსი, რომელსაც მგზავრები გუდაურის მიმართულებით გადაჰყავდა წყალსაცავში გადავარდა. ავარიას ადგილზე დედა-შვილი ემსხვერპლა.