ჟურნალისტი ნინო სულაბერიძე გარდაიცვალა

ჟურ­ნა­ლის­ტი ნინო სუ­ლა­ბე­რი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ნინო სულაბერიძეს ექიმებმა თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი 2015 წელს დაუდგინეს. მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა. ასევე გადიოდა ქიმიოთერაპიის კურსს, თუმცა მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა.

ნინო სულაბერიძე 30 წლის იყო. მას მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

report.ge მწუხარებას გამოთქვამს კოლეგის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ნინო სულაბერიძის ოჯახს და ახლობლებს.