ჟურნალისტი ანი მამულაშვილი გარდაიცვალა

ჟურნალისტი ანი მამულაშვილი გარდაიცვალა. ის ხუთი წლის განმავლობაში მელანომას ებრძოდა.

32 წლის ჟურნალისტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ანი მამულაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა რამდენიმე ტელეკომპანიაში, მათ შორის „იმედში“, „რუსთავი 2-ში“ და GDS-ზე. მას ორი შვილი, 13 წლის მია და 3 წლის ანდრე დარჩა.