სენაკი-თბილისის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება

4 ნოემბრიდან, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მე-40 კმ-ზე, მდ. ქსანზე, სენაკი-თბილისის მიმართულებაზე ხიდის მშენებლობის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად განხორციელდება თბილისი-სანაკის მიმართულებაზე. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოები 19 თვის განმავლობაში გაგრძელდება. 

ავტოტრანსპორტის მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.