თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

თბილისის ზღვაზე 36 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. 

როგორც report.ge-ს შს სამინისტროში განუცხადეს, ცხედარს ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება და უტარდება ექსპერტიზა. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.

უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.