ზრდის თუ არა ინდური შტამი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს

ჯერჯერობით მტკიცებულება იმის, რომ ინდურმა შტამმა შეიძინა რაიმე განსხვავებული ჰოსპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებლის გამოწვევის უნარი - არ მაქვს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ინდური შტამი იგივე კორონავირუსია, რომელიც ვუჰანიდან წამოვიდა, თუმცა ინდოეთში სახე იცვალა და მსგავსი მუტაციები დიდი პოპულაციის მქონე ქვეყნებში ხშირია. 

„ანუ ზამთარ-შემოდგომის სეზონზე უფრო მკვეთრად უნდა იყოს გამოხატული შემთხვევების მატება, ალბათ გამოვლინდება სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნებში და ახლა რასაც გაივლის სამხრეთ ნახევარსფერო ეს უნდა გახდეს გაკვეთილი ჩვენთვის, რათა ვემზადოთ შემოდგომა-ზამთრისთვის.

ინდური შტამი არის იგივე კორონავირუსი, რომელმაც უხანში დაიწყო პანდემია და გავრცელდა, უბრალოდ არის იმ პირველი უხანის ვირუსის შორეული შთამომავალი, რომელმაც ეს სახე მიიღო ინდოეთში, მაგრამ ასევე უნდა ვიცოდეთ, სად შეიძლება მოხდეს ასეთი მუტაციები, რომელიც ხელს უწყობს ახალი ვირუსის ვარიანტის ჩამოყალიბებას. ეს უნდა იყოს ისეთი ადგილი, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს და სადაც ძალიან აქტიური კონტაქტების გამო ძალიან ბევრი ადამიანი ერთდროულად დაინფიცირდეს.

მე, ჯერჯერობით კარგი მტკიცებულება იმისი, რომ ინდურმა შტამმა შეიძინა რაიმე განსხვავებული ჰოსპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებლის გამოწვევის უნარი, ან მაღალი ლეტალობის, ჯერჯერობით ასეთ რამეს ვერ მივაგენი“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.