ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა

ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი მატარებლის შემადგენლობის ერთ-ერთ ვაგონში გაჩნდა. როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო მანქანა მუშაობს. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. დაშავებული არავინ არის. 

შემთხვევა აბაშაში მოხდა.