ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გალიდან 50 წლის ქალი შეიყვანეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, ქალაქ გაიდან, 50 წლის ქალი რესპირაციული დაავადების სიმპტომებით - ცხელებით და ხველით შეიყვანეს.

როგორც Report.ge-ს კლინიკაში განუცხადეს, პაციენტი ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. 

მათივე ინფორმაციით, პაციენტს სინჯებს უღებენ და სავარაუდოდ, დღესვე გადაიგზავნება კორონავირუსზე გამოსაკვლევად.