ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 143 პირი გამოიკვლიეს

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 143 პირის კვლევა ჩატარდა. აქედან 139 ტესტის პასუხი უარყოფითია. 

4 ადამიანს ტესტირება ხვალ განმეორებით ჩაუტარდება.

აღნიშნულ პასუხებშია რეგიონის სამედიცინო პერსონალის, ასევე ფოთის საბაჟოს თანამშრომლების, თვიიზოლაციაში მყოფი მოქალქეებისა და ცხელების ცენტრების პაციენტების კვლევის შედეგები.