ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლის დარაჯი გარდაცვლილი იპოვეს

ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლაში დარაჯი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით მას ჯანმრთელობის პრობლემები ქონდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.