ზუგდიდის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა

6000-მდე აბონენტს ზუგდიდში ბუნებრივი აირის მიწოდება ავარიულად შეუწყდა. ამის მიზეზი გაზსადენი მილის დაზიანება გახდა. როგორც Report.ge-ს „სოკარ გაზში“ განუცხადეს, 250 მეტრიანი მილი საკანალიზაციო ქსელის გამართვის პროცესში დაზიანდა.

კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია. „სოკარ გაზში“ ვარაუდობენ, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება მოსახლეობას ხვალ დილით აღუდგება.