ზუგდიდისკენ მიმავალი ბეტონმზიდი გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა 

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ხორგაში, ზუგდიდისკენ მიმავალი ბეტონმზიდი გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა. გავრცელებული ინფორმაციით მძღოლს ჩაეძინა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს მძღოლი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით დაჯარიმდა, რაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.