ზუგდიდში 12 წლის მოზარდი დაიხრჩო

უბედური შემთხვევა ზუგდიდში - 12 წლის მოზარდი თხრილში დაგუბებულ წყალში დაიხრჩო. ადგილობრივების თქმით, ბავშვი თანატოლებთან ერთად ბანაობდა თუმცა მან წყლიდან გამოსვლა ვერ შეძლო. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.