ზუგდიდში, ავარიის დროს დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

ზუგდიდში, დღეს მომხდარი ავარიის დროს დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა. მას თავის ტვინის ტრავმა ჰქონდა, რაც ექიმების განმარტებით სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.

შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიაში დღეს მოხდა. დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანა გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავარიის დროს სამი ადამიანი დაშავდა. მათგან ორი ზუგდიდის მე-7 სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები არიან. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.