ზუგდიდში კორონავირუსი აფხაზეთიდან შესულ პირს დაუდასტურდა

ზუგდიდში კროონავირუსი აფხაზეთიდან გადაყვანილ პირს დაუდასტურდა. როგორც  report.ge-ს ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, პაციენტი 55 წლამდე ასაკის ქალია, რომელიც გადმოყვანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.

პაციენტი სამკურნალოდ უკვე გადაიყვანეს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში ზუგდიდში კორონავირუსზე სულ 21 პირს ჩაუტარდა ტესტირება. გამოკლვლეულ პირებს შორის არის ცხელების ცენტრის სამი პაციენტი, ორი პირი თვითიზოლაციიდან, მედპერსონალის ერთი წარმომადგენელი და კარანტინში მყოფი 15 პირი.