ზუგდიდში კორონავირუსზე 299 ტესტი ჩატარდა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 299 ტესტი ჩატარდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 298 ტესტის პასუხი უარყოფითია და მხოლოდ ერთი დადებითი. 

ცხელების ცენტრში ამბობენ, რომ ეს არის კოვიდინფიცირებული პაციენტის შუალედური კვლევის შედეგი. პაციენტი რუხის საავადყოფოში აგრძელებს მკურნალობას.