ზუგდიდში მედიის წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია გამართეს

ზუგდიდში ადგილობრივი და ცენტრალური მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია გამართეს. მათ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ხსოვნას. 

ჟურნალისტებმა და მედიის სხვა წარმომადგენლებმა, სასწრაფო გამოძიება, ასევე 5-6 ივლისს თბილისში მომხდარ ძალადობრივ ფაქტებში მონაწილეთა იდენტიფიცირება და კონონის სრული სიმკაცრით დასჯა მოითხოვეს. 

ფოტო: პირველი არხი