ზუგდიდში სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობა გაიხსნა

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობა გაიხსნა. მთავრობის მეთაურთან ერთად გახსნის ცერემონიალზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.

"აქ დღეიდან ყოველდღიურად იქნება 20 მეხანძრე-მაშველი. იქნება ქიმიური უსაფრთხოების ზედამხედველობის დანაყოფებიც. ამ შენობაში ყველაფერი იქნება ერთად კონცენტრირებული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის მასშტაბით თანამედროვე სახანძრო-სამაშველო შენობების რეაბილიტაცია-მშენებლობა სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაგრძელდება.