ზუგდიდში სამი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები

ზუგდიდში სამი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.