ზუგდიდში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდის ცენტრში, სპეცოპერაციის პარალელურად, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ერთმანეთს “ევროპული საქართველოსა” და “ქართული მარშის” წევრები დაუპირისპირდნენ.

ჩხუბში მონაწილეობდნენ “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა და “მარშის” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი გაბედავა.

სიტუაცია პოლიციამ განმუხტა.