ზუგდიდში დაპირისპირებისას პოლიციამ ერთი პირი დააკავა

ზუგდიდში, სპეცოპერაციის პარალელურად, ,,საქართველოს ბანკის" მიმდებარედ, ,,ევროპული საქართველოსა" და „ქართული მარშის“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. რა დროსაც სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.

როგორც „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა აცხადებს, მათი პარტიის მხარდამჭერის დაკავება უკანონოდ მოხდა.