ზურაბ ინაშვილი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა

კინოდოკუმენტალისტი ზურაბ ინაშვილი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1971 წელს ზურაბ ინაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, შემდეგ თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი.

1977-2004 წლებში იყო საქართველოს ტელეფილმების სტუდიის კინორეჟისორი, 1993-1994 წლებში კი სტუდია “ქართული ტელეფილმის“ გენერალური დირექტორი.

ზურაბ ინაშვილი არის დამდგმელი რეჟისორი ფილმების: „ნუ მოიწყენთ შემოდგომისას“, „გამოთხოვება დონ-კიხოტთან“, „გემღერებოდეს, დედაო!“, „გურჯი ვარ საქართველოდან“, „ნოდარ დუმბაძე“, „ქართველები მარიას თეატრში“, „გვიამბეთ თქვენზე მაესტრო – ანდრია ბალანჩივაძე“ და სხვ.

ზურაბ ინაშვილი საქართველოს პირველ არხზე არა ერთი პროექტის ავტორი იყო, მათ შორის პოპულარული გადაცემა „შოკოლადის მიკროფონის“, რომლის რეჟისორიც თვად გახლდათ.