ზურაბიშვილი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრება

სალომე ზურაბიშვილი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრება. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა

"საქართველოს პრეზიდენტი 18 მარტს კოვიდსაწინააღმდეგო ,,ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრება.

პრეზიდენტი ვაქცინის გაკეთებისაკენ მოუწოდებს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ ყველა პირველ პირს," - აღნიშნულია გამოქვეყნებულ განცხადებაში.