ზურაბიშვილი/ვაშაძე - ქარელში საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი ბიულეტენები დაარიგეს

ქარელის რაიონის სოფელ ავლევის უბანზე რამდენიმე ამომრცეველს საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი ბიულეტენი გადასცეს. ხარვეზი ხმების დათვლისას აღმოაჩინეს. ინფორმაციას და ფოტომასალას "ნეტგაზეთი" ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, სულ 6 ასეთ ბიულეტენზეა საუბარი. ნაწილში გრიგოლ ვაშაძეა შემოხაზული, ნაწილში – სალომე ზურაბიშვილი.

ხმის დამთვლელმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება სადაო ბიულეტენები ოლქში გაეგზავნათ. 

საქართველოს პარლამენტის არჩევნები 17 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა.