ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპული 60 წლამდე ასაკის მამაკაცია.

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, უწყებაში ხანძრის შესახებ შეტყობინება გამთენიისას შევიდა.

ადგილზე მისულ მეხანძრეებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ჯგუფი იყო ჩართული. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.