გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა

გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა, ამის შესახებ report.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს. 

,,გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.