ზვიად ტომარაძის გამართული აქცია სრულიად გაუგებარია - ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე თბილისში კოვიდპასპორტების წინააღმდეგ გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება: 

"ვაქცინაციასთან დაკავშიებით საპატრიარქოს პოზიცია არაერთხელ დაფიქსირდა სინოდის და საპატრიარქოს განცხადებებში.

დღეს საპატრიარქოსთან სრულიად შეუთანხმებლად ზვიად ტომარაძის გამართული აქცია, მოთხოვნით, - "ვინმე მაინც შეგვხვდეს" სრულიად გაუგებარია. წინასწარი შეთანხმების გარეშე, უფლებამოსილი პირის

შეხვედრა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ამ ვითარებაში შესაძლებელია წერილობით დატოვონ განსახილველად მათი წინადადება, თუ თხოვნა,"წერს ანდრია ჯაღმაიძე.