1 ოქრო, 8 ვერცხლი და 4 ბრინჯაო - ძალოსანთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა - PHOTO

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ფინეთის ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა.

ძალოსნებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფედერაციის წარმომადგენლები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

საქართველოს ნაკრების წევრებმა ფინეთში 1 ოქროს, 8 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ფოტოებს სოციალურ ქსელში საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.