11 ივლისს იტალიის ნაკრებს ინგლისის გუნდი დაუპირისპირდება

ევრო 2020-ის ფინალისტების ვინაობა ცნობილია, ინგლისის ნაკრებმა დამატებით დროში 2-1 დაამარცხა დანია.

ინგლისის ნაკრები პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში.

გადამწყვეტ მატჩში, 11 ივლისს ბრიტანელები უემბლიზე დაუპირისპირდებიან იტალიელებს.