21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა ბელარუსი დაამარცხა

საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა, ევრო 2023-ისთვის მზადების ფარგლებში, პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა. 

ეროვნული ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდა. შეხვედრა, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის მოედანზე გამართა.

ქართველებმა ბელარუსი თანატოლები სამბურთიანი სხვაობით დაამარცხეს - დაპირისპირება ანგარიშით 4-1 დასრულდა.

ორი გოლი გულიაშვილმა, ხოლო თითო მიითვალეს იაკობიძემ და შეყილაძემ გაიტანეს. 

დღევანდელმა მატჩმა მაყურებლის გარეშე ჩაიარა.