21 წლის ქართველ ქალ ფეხბურთელს იტალიაში იწვევენ

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრების მეკარეს, თათია გაბუნიას იტალიის საფეხბურთო კლუბში იწვევენ. 

ის ამ დროისთვის საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის" მეკარეა. ორი წლის წინ თათია ლევან ბაჯელიძემ დააწინაურა და მას შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი მეკარის სტატუსით სარგებლობს.

თათია გაბუნიას ევროპაში ერთ-ერთ გამორჩეულ საფეხბურთო ლიგაში მოთამაშე კლუბი იწვევს და როგორც სპეციალისტები ამბობენ, საკმაოდ კარგ პირობებს სთავაზობს, თუმცა იტალიურ კლუბს მასში თანხის გადახდა არ სურს. ამ შემთხვევაში ყველაფერი "ლანჩხუთზეა" დამოკიდებული. გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის და მეკარის გაშვებას არ ჩქარობს. თუმცა იტალიური მხარე სწორედ მის თანხმობას ელოდება.