40 წუთი პრიშტინას თავზე - ნაკრების თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ბათუმიდან პრიშტინაში ჩარტერული რეისით გაემგზავრა, რომელსაც „ჯორჯიან ეირვეისი“ „ბოინგი 727“-ით ახორციელებდა. დაახლოებით,  40 წუთი წრეზე მოძრაობის შემდეგ, ლაინერი პრიშტინას საერთაშორისო აეროპორტში საბოლოოდ უსაფრთხოდ დაეშვა. რა გახდა ამ შეფერხების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

კოსოვოსა და საქართველოს ნაკრებთა დაპირისპირება დღეს, 12 ოქტომბერს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.