ამ ქვეყანას თავისი ღირსების გამოჩენა სჭირდება - სალომე ზურაბიშვილი

"ამ ქვეყანას სჭირდება საზღვარგარეთ, საერთაშორისო ასპარეზზე თავისი ღირსების გამოჩენა, სჭირდება, რომ აღიარებული იყოს საქართველო", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებზე სპორტსმენების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, სპორტი, ოლიმპიადა არის გაერთიანების, ერთობისა და მშვიდობის სიმბოლო. 

„პანდემიის გარდა, ჩვენ გავიარეთ ძალიან რთული წელი და არა მხოლოდ წელი, არამედ წლები დაპირისპირებისა და თქვენ აქაც გაქვთ ძალიან გამორჩეული როლი, რადგან სპორტი, ოლიმპიადა, ეს არის გაერთიანების, ერთობის და მშვიდობის სიმბოლო. ჩვენ გვჭირდება ეს სიმბოლოები, ამ სიმბოლოების გაძლიერება და ჩვენ გვჭირდებით თქვენ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.