ამერიკელი ტანმოვარჯიშე ვარჯიშის დროს გარდაიცვალა

20 წლის ამერიკელი ტანმოვარჯიშე მელანი კოულმანი ვარჯიშის დროს ბარებიდან გადმოვარდა. დაცემისას მან წელის ტრავმა მიიღო. სპორტსმენი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.