ამპუტანტ ფეხბურთელებს შორის საქართველოს სუპერთასი "თბილისმა“ მოიგო

ამპუტანტ ფეხბურთელებს შორის, თბილისში 2019 წლის საქართველოს სუპერთასი გაიმართა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისის „თბილისი“ და ბათუმის „აჭარა“ დაუპირისპირდნენ. მატჩი თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა - ანგარიშით 4:1.

სუპერთასის ჩემპიონები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, აკაკი ალადაშვილმა დააჯილდოვა.

ამპუტანტ ფეხბურთელებს შორის 2019 წლის სუპერთასი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. ქართული ფეხბურთის მმართველ ორგანოში აცხადებენ, რომ მსგავსი ტურნირების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.