ანრი ეგუტიძე ძიუდოში პორტუგალიის ჩემპიონი გახდა

ქართველმა ძიუდოისტმა ანრი ეგუტიძემ, რომელიც პორტუგალიაში მოღვაწეობს, ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მან 90 კილოგრამამდე კატეგორიაში ოქროს მედალი დაიმსახურა. 

ქართველ სპორტსმენს ძიუდოს მსოფლიო ტურის მიერ გამართულ ჩემპიონატებზე 4 მედალი აქვს მოპოვებული. მათ შორის, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.