არგენტინამ მნიშვნელოვანი გამარჯვება მესის გოლის წყალობით მოიპოვა

ყარატში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნიროს ფარგლებში არგენტინის საფეხბურთო ნაკრებმა ეკვადორის გუნდს უმასპინძლა.

შეხვედრა, რომელიც ბუენოს-აირესში გაიმართა მასპინძელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი მე-13 წუთზე თერთმეტმეტრიანის დარტყმით ლიონელ მესიმ გაიტანა.

მომდევნო შეხვედრას არგენტინელები ბოლივიასთან გამართავენ. ეკვადორი კი ურუგვაის გუნდს უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ ტურის სხვა მატჩში ურუგვაიმ ჩლე ანგარიშით 2: 1 დაამარცხა.