აშშ-ის საელჩომ ქართველ მორაგბეებს რუსეთის წინააღმდეგ თამაშში წარმატება უსურვა

აშშ-ის საელჩო ბორჯღალოსნებს რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებებს უსურვებს. ამის შესახებ დიპლომატიურმა უწყებამ მიმართვა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მატჩი რაგბიში დღეს, მიხეილ მესხის სტადიონზე 15:00 საათზე გაიმართება.

ახალი კორონავირუსის პანდემიის მიზეზით შეზღუდული გადაადგილების გამო მატჩი ქომაგების გარეშე ჩაივლის. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია "იმედი" გადასცემს.