აზერბაიჯანმა ტოკიოს ოლიმპიადაზე პირველი მედალი მოიპოვა

აზერბაიჯანმა ტოკიო 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი მედალი მოიპოვა.

30 წლის ძიუდოისტმა, ირინა ქინძერსკაიამ, რომელიც  78კგ+ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ჩინელი მეტოქე, შაიან ჰუ დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.  

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე აზერბაიჯანის გუნდის 9 წევრიდან ყველაზე მაღალი შედეგი ფლაგმან რუსტამ ორუჟევს აქვს (73 კგ), რომელმაც მე-5 ადგილი დაიკავა.