ბაქოში დიდი სლემის ტურნირი გაიმართება

ძიუდოში დიდი სლემის ტურნირი ბაქოში ისევ კალენდარშია.

ამის შესახებ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ოფიციალურ ვებგვერდზეა ნათქვამი.

IJF–მ გამოაცხადა, რომ ტურნირი 5-7 ნოემბერს გაიმარება.

ცნობისთვის, დიდი სლემის ტურნირი ბაქოში მაისში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა.

დიდი სლემის ტურნირზე ქულები 2020 წლის ოლიმპიადის ლიცენზიისთვის ენიჭება.