ბაკურიანში, სნოუბორდ კროსში ოქროს მედლები ჩეხმა და კანადელმა სპორტსმენებმა მოიპოვეს

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გამართულ, მსოფლიო თასის ეტაპში 16 ქალმა და 32 კაცმა მიიღო მონაწილეობა.

პირველობა კანადელმა სპორტსმენმა ელიოტ გრონდინმა მოიპოვა. მან ავსტრიელი ლუკას პაჩნერი ჩამოიტოვა. მესამე საპრიზო ადგილზე კი იტალიელ ლორენცო სომარივა გავიდა.

ქალ სპორტსმენებში საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა: I ადგილი – ევა სამკოვა (ჩეხეთი), II ადგილი - პერეირა დე სოუზა მაბილეუ (საფრანგეთი), III ადგილი – ლინდსი ჯაკობელისი (აშშ).

მსოფლიო თასის ეტაპები საქართველოს სათხილამურო ფედერაციის და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ორგანიზებით მიმდინარეობს. საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 2023 წელს სათხილამურო ფრისტაილსა და სნოუბორდში გაიმართება.