"ბარსელონა" დანიელ შემტევს დაიმატებს

Cadena Copeპ-ის ინფორმაციით, "ბარსელონამ" "ლეგანესის" 28 წლის დანიელი თავდამსხმელის, მარტინ ბრაიზვეითის შეძენა გადაწყვიტა. კატალონიელები დანიელი შემტევის სანაცვლოდ "ლეგანესს" 20 მილიონ ევროს გადაუხდიან. გარიგება რამდენიმე დღეში უნდა შედგეს. ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ბრაიზვეითს 24 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი. აღსანიშნავია, რომ მან კოპენჰაგენში საქართველოს ნაკრებსაც გაუტანა. შეგახსენებთ რომ იმ მატჩშში დანიამ საქართველო ანგარიშით 5-1 დაამარცხა.