ბარსელონას მწვრთნელს გულშემატკივრები დაესხნენ თავს - VIDEO

ბარსელონას გულშემატკივრები გუნდის მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის ავტომობილს თავს დაესხნენ. 

ელ კლასიკოს დასრულების შემდეგ, განრისხებულმა გულშემატკივრებმა მწვრთნელის მანქანა ალყაში მოაქციეს, მასზე მუშტების ბრახუნი დაიწყეს და მწვრთელს ხმამაღლა უყვიროდნენ.

კლუბმა  თავისი გულშემატკივრების ქმედება დაგმო და მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა.

"კლუბი უსაფრთხოებისა და დისციპლინის აუცილებელ ზომებს მიიღებს, რათა მსგავსი შემაშფოთებელი ინციდენტები აღარ განმეორდეს“, - ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში.

გუშინ გამართულ მატჩში, მადრიდის "რეალმა" "ბარსელონა" ელ კლასიკოზე 2:1 ანგარიშით დაამარცხა.