ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირს გამოეთიშა

ჰამბურგის 500-იანი ტურნირის ბოლო ორი გათამაშების გამარჯვებულმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა წლევანდელი ტურნირი პირველივე რაუნდში დაასრულა.

28 წლის ქართველი ჩოგბურთელი ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტისთან ორ სეტში 4:6, 3:6 დამარცხდა და გერმანიის ტურნირზე მისი 12-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა. 

2020 წელს ATP-ის ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებებში ბასილაშვილმა 13 შეხვედრიდან მხოლოდ 3 მოიგო და 10-ჯერ დამარცხდა