ბასილაშვილი მაიამის ღია პირველობას გამოეთიშა

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის ღია პირველობას გამოეთიშა.

მაიამის ტურნირის 1/32-ფინალში ბასილაშვილის მეტოქე შვედი მიკაელ იმერი იყო. პირველი სეტი ბასილაშვილმა 3:6 დათმო, მეორე 6:4 მოიგო, მესამეში კი ამავე ანგარიშით დამარცხდა.