ბასილაშვილი სან დიეგოს ტურნირს გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სან დიეგოში ATP250 კატეგორიის ტურნირი პირველ წრეში დაასრულა.

ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ წრეში ორ სეტში წააგო იტალიელ ლორენცო სონეგოსთან – 3:6, 4:6. 

შეხვედრა საათი და 21 წუთი გრძელდებოდა.