ბასილაშვილი უელსის "მასტერსის" მერვედფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი კარიერაში პირველად გავიდა ინდიან უელსის „მასტერსის“ მერვედფინალში.

„ინდიან უელსის“ მასტერსის ტურნირის მესამე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ესპანელი ალბერტ რამოს-ვინოლასი სამ სეტში, 4:6, 7:6, 6:2 დაამარცხა.

ბასილაშვილს ბრეიკპოინტების რეალიზაციის შესანიშნავი პროცენტი ჰქონდა – ექვსიდან ხუთი. რამოსმა 10-დან ოთხი ასეთი შანსი გამოიყენა.

მერვედფინალში ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიოს 29-ე ჩოგანი, რუსი კარენ ხაჩანოვი იქნება.

ცნობისთვის, მათი ბოლო შეხვედრა 2019 წელს დუბაიში სწორედ ბასილაშვილმა მოიგო – 6:4, 6:1.