ბასილაშვილი უელსის "მასტერსის" მესამე წრეში გავიდა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი უელსის „მასტერსის“ მესამე წრეში გავიდა. მან ამერიკელი კრისტოფერ იუბენქსი დაამარცხა – 6:4, 6:3.

მესამე წრეში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ესპანელი ალბერტ რამოსი იქნება, რომელმაც თავის მხრივ მეორე რაუნდში მეშვიდე ნომრად განთესილი კანადელი ფელიქს ოჟე-ალიასიმი დაამარცხა – 6:4, 6:2.

ცნობისთვის, ბასილაშვილი პროფესიულ ტურში ერთხელ შეხვედრია რამოსს – 2019 წელს, დოჰას ტურნირის პირველ წრეში ქართველმა სამ სეტში მოიგო – 6:1, 1:6, 6:1.